შოთა უტიაშვილი საქმიანობას სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს
შოთა უტიაშვილი საქმიანობას სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს
11:18 04.07.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სამინისტრო დატოვა.

როგორც უტიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ის საქმიანობას სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს, თუმცა, რომელ უწყებაში, გადაწყვეტილი არ არის.

უტიაშვილი ვერც იმას აკონკრეტებს, კვლავ ის იქნება თუ არა ქართული მხარის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილ კომისიაში.

რაც შეეხება ხმებს იმის თაობაზე, რომ უწყება, შესაძლოა, მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემაც დატოვოს, უტიაშვილი ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა და პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემაც დატოვეს.

რამდენიმე დღის წინ, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. უწყების ხელმძღვანელის პოსტზე კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაა წარდგენილი.

ბეჭდვა