საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად საელჩომ მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა
 საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად საელჩომ მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა
16:18 25.10.2017
საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, კანადის აკადემიური წრეებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ელჩმა დამსწრე სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკური განვითარებაზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე, საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტურისტული ღირშესანიშნაობების თაობაზე.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია.


ბეჭდვა