მთაწმინდის პირველ საუბნო საარჩევნო ოლქში „დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოსა“ და
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„დემოკრატიული მოძრაობის" წევრების განცხადებით, მთაწმინდის მეცამეტე საარჩევნო უბანზე მათ დააახლობით 15 ხმა უნდა ჰქონოდათ, თუმცა შედეგში ნული დაფიქსირდა.
ამასთან დაკავშირებით საჩივარი კომისიამ არ განიხილა, რაც სწორედ დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.
ხოლო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, თავდაპირველად საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საჩივარი საუბნო დონეზე უნდა დაეწერა და კომისიისთვის მხოლოდ ამის შემდეგ მიემართა.
ამ დროისთვის შენობაში მობილიზებულნი არიან პოლიციის თანამშრომლებიც.
