ბარსელონაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა
ბარსელონაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა
14:47 25.10.2017
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის კატალონიაში ვიზიტი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისის გახსნას მმართველ გუნდში აფასებენ.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, რუსეთმა ამით სერიოზული გზავნილი გააკეთა.

„რუსეთმა ამით სერიოზული გზავნილი გააკეთა თავისთავად საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც, რომ ევროპულ პროცესებში იგი არათუ მონაწილეობს, არამედ განაპირობებს გარკვეულ ვითარებას. არამგონია თავად ბარსელონასთვის წარმომადგენლობის გახსნაზე საუბარი მისაღები ყოფილიყოს რომ არ ეყრდნობოდეს რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივას. დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას საგარეო უწყების მუშაობა დიპლომატიურ ფლანგზე“-განაცხადა ვოლსკიმ.

კატალონიაში ვიზიტის ფარგლებში მან ემიგრანტებთან და ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ მედოევი მანამდე იტალიაში იმყოფებოდა.

ბეჭდვა