მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური
გამოცხადდა.
მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელის ერთი ნაწილი თიანეთში ხელახალი კენჭისყრის ჩატარების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც თიანეთში მერობის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, ძალაში დატოვა.
„პირველივე ტურში გავიმარჯვე. სასამართლომ გამოასწორა დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო საარჩევნო კომისიამ. ჩემი სტრატეგია ისაა, რომ გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან ერთად კაპოტზე“- განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურის კონკურენტი თიანეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იყო. საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების დათვლისას 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენი ქიტესაშვილს მიეკუთვნა, სწორედ ეს გაასაჩივრა მეჭიაურმა.
