საქართველოში ევროკაშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ეუთოს დასკვნას იმის
შესახებ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზიარებს.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებზე დარღვევების მიზეზები გაირკვეს.
ამის შესახებ ჰერმანიმ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ვეთანხმებით ეუთოსა და ოდირის მიერ მომზადებულ წინასწარ დასკვნას, ვიზიარებთ მათ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები მშვიდად და წესიერად ჩატარდა. ეუთო მიუთითებს დარღვევებზე, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ეხებოდა ძალადობასაც, უმეტრეს შემთხვევაში კი ადმინისტარციული რესურსების გამოყენებას, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ ამაზეც. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და გაარკვევს ზუსტად, რა მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ დასკვნები გაკეთდეს და ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, გამოსწორდეს“- განაცხადა ჰერმანიმ.
