მიხეილ სააკაშვილმა ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტები მოინახულა
მიხეილ სააკაშვილმა ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტები მოინახულა
10:05 04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტები  მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ლილოს დასახლებაში კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის გამო,  წუხელ 56 ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და მათი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
დაზარალებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბეჭდვა