გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა
მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის "Chatham House"-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მიეძღვნა.
ღონისძიებას ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულწარმატებებზე, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
