საქართველოს დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
09:10 04.07.2012
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოში დღეს უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
რომპეის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებენ.
შეხვედრის შემდეგ ჰერმან ვან რომპეი და მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია რომპეის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისიის აქ მუშაობას, თუნდაც დღეს არსებული პრობლემების პირობებში, როდესაც მისია ბოლომდე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მანდატს სრულად ვერ ახორციელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ბეჭდვა