ბრაზილიაში, პლანალტოს სასახლეში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით
სოლომონიამ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიშელ ტემერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოს ელჩთან.შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის მყარ დანაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით ვითარდება. ცერემონიის ფარგლებში, ელჩს საშუალება მიეცა,მადლობა გადაეხადა პრეზიდენტისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის გამო.
საუბრის დასასრულს, პრეზიდენტმა ტემერმა ახლადდანიშნულ საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
