ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
10:41 24.10.2017
გაერო-ს დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით სტუდენტებთან კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა გაერო-ს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში მონაწილეობის გზით. ამასთან, ხაზი გაესვა გაერო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა გაერო-ში საქართველოს გაწევრიანების 25 წლისთავი და გაწევრიანების დღიდან მიღწეული პროგრესი, რომელმაც ქვეყანა გაერო-ს აქტიურ და ამ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩართულ წევრად გადააქცია.

ბეჭდვა