„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის მეორე ტურებში მონაწილეობას არ
მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
როგორც „ნაც.მოძრაობაში“ განმარტავენ, არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.
