ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
09:04 04.07.2012
სტრასბურგში, ევროპარლამენტის დღეს დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
კოალიციის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში გასულ კვირაში, ევროპის ლიბერალური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოთხოვნით შეიტანეს.
სხდომის პარალელურად „ქართული ოცნების“ ლიდერები დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ. უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ პრობლემებს შეეხება.
მისივე თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ეგვიპტის და სირიის გვერდით ჩასვა, რაც ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს.

ბეჭდვა