ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში
ოთხი პარტია მოხვდება. ამასთან, „ქართული ოცნება“ უმრავლესობით, იქნება წარმოდგენილი და 25 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული მანდატი ექნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში 5 დეპუტატით შევა.
„ევროპული საქართველოდან“ ის კანდიდატები მოხვდებიან, რომელთაც რაიონში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, პარტიას სამი წარმომადგენელი ეყოლება და შეიქმნება ფრაქცია, რომელსაც გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება„პატრიოტთა ალიანსს“, მათ საკრებულოში ორი მანდატი ექნებათ.
