საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გვიპტის არაბთა რესპუბლიკის დასავლეთ უდაბნოში ოაზის
ბაჰარიასთან ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ.
,,საქართველო მკაცრად გმობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“-ნათქვამია განცხადებაში.
