ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასაწარი მონაცემების მიხედვით თბილისში ყველა
მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
მათ შორის ამომრჩეველთა 58.65% -იანი მხარდაჭერა სამგორის მეთორმეტე მაჟორიტარულ ოლქში გიორგი დოხტურიშვილმა მიღო.
ისანში კი 54.96%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა მეათე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.
კრწანისში მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში თემურ გორგაძემ 59.67% მიიღო.
ჩუღურეთის რაიონში კანდიდატ რამინა ბერაძეს ამომრჩეველთა ხმების 58.3% ეკუთვნის.
რახ შეეხება სხვა ოლქებს:
ნაძალადევი, ოლქი #19 - მიხეილ ამაშუკელი 56.86%;
მთაწმინდა, ოლქი #1 - ჯაბა ჯიშკარიანი 56.8%;
დიდუბე, ოლქი #17 - თამარ შურღაია 62.35%;
ვაკე, ოლქი #1 - გიორგი მუსხელიშვილი 59.27%;
გლდანი, ოლქი #22 - შალვა ოგბაიძე 49.26%;
საბურთალო, ოლქი #6 - დავით შაქარიშვილი 57.25%.
