წინასწარი მონაცემებით თბილისში პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52.96%-ით ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით თბილისში პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52.96%-ით ლიდერობს
11:58 22.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 52.96%-ის მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზე 17.62%-ით „ნაციონალური მოძრაობაა“, მესამე ადგილზე კი „ევროპული საქართველო“ იმყოფება, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 9.19%-მა დაუჭირა.
ამომრჩეველთა დარჩენილი ხმები კი ასე გადანაწილდა:
„პატრიოტთა ალიანსი“ – 5.64%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 3.89%;
„ახალი საქართველო“ – 3.44%;
„დემოკრატიული მოძრაობა“ 3.17%.


ბეჭდვა