თბილისში ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალეს - მერის არჩევნებზე კახა კალაძე 51.06%-ით ლიდერობს
თბილისში ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალეს - მერის არჩევნებზე კახა კალაძე 51.06%-ით ლიდერობს
11:32 22.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომიიის ინფორმაციით, თბილისში ყველა საარჩევნო უბანზე ხმები უკვე დათვლილია.
წინასწარი შედეგებით დედაქალაქის მერის არჩევნებზე კვლავ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს. მას 51.06%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით.
მესამე ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იკავებს. ელისაშვილს ამომრჩეველთა 17.46%-იანი მხარდაჭერა აქვს.
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ კი 7.13% მიიღო.
რაც შეეხება დარჩენილ ხმათა გადანაწილებას, ასეთია:
ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ 3.02%;
გიორგი ვაშაძე - „ახალი საქართველო“ 1.95%;
კახა კუკავა - „დემოკრატიული მოძრაობა“ 1.26%;
გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტია“ 0.96%.
სულ თბილისში 737 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ბეჭდვა