ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმში მერის
არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს. მას 54.86%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ხმათა 25.86% მოიპოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ.
მესამე ადგილი „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა თენგის თავდგირიძემ დაიკავა. მას 6.38% აქვს.
ხმათა დარჩენილი რაოდენობის გადანაწილება კი ამ ეტეპაზე შემდეგია:
პეტრე ზამბახიძე - „ევროპული საქართველო“ 5.55%;
ჯელალ ქიქავა - „ლეიბორისტული პარტია“ 3.34%;
ომარ ფარტენაძე - „დემოკრატიული მოძრაობა“ 2.3%.
ბათუმში ამ დროისთვის 103 უბნიდან 32-ის მონაცემებია დათვლილი.
