ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით ქუთაისში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 48.62%-ის მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იკავებს 27.16%-ით.
რაც შეეხება დარჩენილ ხმებს, ის ასე განაწილდა:
დავით გოგისვანიძე - „ევროპული საქართველო“ 9.04%;
გიორგი წულაია - „დემოკრატიული მოძრაობა“ 7.16%;
გრიგოლ ბახტაძე - „პატრიოტთა ალიანსი“ 3.36%;
სამსონი გუგავა - „ლეიბორისტული პარტია“ 2.04%.
ამ ეტაპზე ქუთაისში 124 უბნიდან 39-ის მონაცემებია დათვლილი.
