რუსთავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა 53.53%-ით ლიდერობს
რუსთავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა 53.53%-ით ლიდერობს
10:25 22.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების მიხედვით რუსთავში 53.53%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს.
მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ მაისურაძეა 20.22%-ით.
მესამე ადგილს კი ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი იკავებს და მას 13.24% აქვს.
წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა დარჩენილი ხმები ასე გადანაწილდა:
გელა ნაკაშიძე - „პატრიოტთა ალიანსი“ 5.69%;
ქეთო დევსურაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“ 3.1%;
ჯაბა დუგლაძე - „დემოკრატიული მოძრაობა“ 1.65%.

სულ ამ ეტაპისთვის 87 უბნიდან 17-ია დათვლილი.
ბეჭდვა