ცესკოს წინასწარი შედეგებით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე 51.4%-ით ლიდერობს
ცესკოს წინასწარი შედეგებით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე 51.4%-ით ლიდერობს
10:09 22.10.2017
ცენტრალური საარჩევო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდარი, კახა კალაძე 51.4%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს 16.68%-ით.

მესამე ადგილზე არის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და მას 16.6% აქვს.

მეოთხე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. მას ამ ეტაპზე დათვლილ ხმათა 7.39% ეკუთვნის.

წინასწარი მონაცემებით ხმათა დარჩენილი რაოდენობა ასე გადანაწილდა:

ირმა ინაშვილი 3,27%;
კახა კუკავა 1,26%;
გიორგი გუგავა 0,98 %;
გიორგი ვაშაძე 1,85%.


სულ ამ ეტაპზე 737 უბნიდან 165-ია დათვლილი, რაც 22.39%-ია.

ბეჭდვა