ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 36.71%-მა მისცა
ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 36.71%-მა მისცა
18:20 21.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად ამომრჩეველთა 36.71% (1262809) გამოცხადდა.

რეგიონების მიხედვით აქტივობის მიხედვით კვლავ რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობს. ამ რეგიონში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 53.4% (18637) მივიდა. ყველაზე ნაკლები აქტიურობა კი ჯერ-ჯერობით ისევ შიდა ქართლში აღინიშნება, სადაც არჩევნებზე 31.5% (74458) გამოცხადდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ არჩევნებზე ამ დროისთვის 34.7% (327308) მივიდა, რაც 261137 ამომრჩეველია.

სულ დღევანდელ, თვითმმართველობის არჩევნებზე 3440123 მოქალაქეა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმები დაითვლება.


ბეჭდვა