ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით თვითმმართველობის
არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად ამომრჩეველთა 29.84% (1026430) გამოცხადდა.
რეგიონების მიხედვით აქტივობის მიხედვით კვლავ რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობს. ამ რეგიონში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 46.2% (16142) მივიდა. ყველაზე ნაკლები აქტიურობა კი ჯერ-ჯერობით ისევ შიდა ქართლში აღინიშნება, სადაც არჩევნებზე 25.4% (59829) გამოცხადდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ არჩევნებზე ამ დროისთვის 27.7% მივიდა, რაც 261137 ამომრჩეველია.
სულ დღევანდელ, თვითმმართველობის არჩევნებზე 3440123 მოქალაქეა რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმები დაითვლება.
