აშშ-ს, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ელჩები არჩევნების პროცესს ეცნობიან
აშშ-ს, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ელჩები არჩევნების პროცესს ეცნობიან
12:17 21.10.2017
ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს სხვადასხვა უბანზე თავად ეცნობიან.

როგორც ისინი აღნიშნავენ, არჩევნების დემოკრატიულ პროცესს საქართველოში ისინი მხარდაჭერას უცხადებენ.

“მოხარულები ვართ აქ ყოფნით. მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. ჩვენ, სამი ქვეყანა თანადგომას ვუცხადებთ არჩევნების დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. იმედი გვაქვს რომ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს არ დაუკარგავს თავის ხმას“-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაგენეზე სმიტმა.


ბეჭდვა