ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 6,74%-მა მისცა
ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 6,74%-მა მისცა
10:39 21.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად ამომრჩეველთა 6,74% (231736) გამოცხადდა.
რეგიონების მიხედვით აქტივობით რაჭა-ლეჩხუმი 11.2%-ით ლიდერობს. ყველაზე ნაკლები აქტიურობა კი ჯერ-ჯერობით შიდა ქართლში (5.2%) აღინიშნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ არჩევნებზე ამ დროისთვის 6.3% გამოცხადდა, რაც 59424 ამომრჩეველია.
სულ დღევანდელ, თვითმმართველობის არჩევნებზე 3440123 მოქალაქეა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმები დაითვლება.

ბეჭდვა