ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
 ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
10:09 21.10.2017
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საუბნო საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ექს-პრემიერს ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.


ბეჭდვა