პრემიერი: ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება
პრემიერი: ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება
09:28 21.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
პრემიერი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთდა იმყოფებოდა.
როგორც კვირიკაშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა იმ თბილისს, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და სადაც ყველას ეხალისება ცხოვრება.
„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგეულია. სადაც მწვანე ზონებია, იმისათვის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ. სადაც განათლება მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა. სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს, მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთესს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც.

ბეჭდვა