საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, 47-
ე საჯაროს სკოლაში გახსნილ მეექვსე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის ბედი წყდება.
“ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ვაკეთებთ არჩევანს უფრო უკეთეს და ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა; სადაც ადგილობრივი თვითმმათველობა მოუსმენს იმას, რაც მოქალაქეებს უნდათ უბანში, ქალაქში, სოფელში და შექმნის უკეთეს ყოფას. სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, გამოვიყენე შემდეგნაირად- სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე“-განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.
