ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი: ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც გაწეული ძალისხმევისთვის მეტის მიღება სურთ
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი: ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც გაწეული ძალისხმევისთვის მეტის მიღება სურთ
10:08 20.10.2017
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტევიჩუსის განცხადებით, ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის ნოემბრის სამიტისთვის მოამზადა, იმ ქვეყნებს შორის მეტი დიფერენცირების აუცილებლობას გაესვა ხაზი, რომლებსაც სურთ გაწეული ძალისხმევისთვის მეტი მიიღონ.


ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.


აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


„ანგარიშში, რომელიც ამ კომიტეტმა მოამზადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმდინარე წლის ნოემბრის სამიტისთვის, ჩვენ ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურთ გაწეული ძალისხმევისთვის მეტი მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებულნი არიან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით“ – განაცხადა პეტრას აუსტევიჩუსმა.



როგორც პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, ამგვარად გაძლიერებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გააადვილებს რეგიონულ თანამშრომლობას ჯგუფის წევრ ყველაზე პროგრესულ ქვეყნებს შორის.



ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს პოზიტიური ტენდენცია იმ ქვეყნებზეც გავრცელდება, რომლებიც აპირებენ ამ ჯგუფში გაერთიანებას.



ბეჭდვა