საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განახლებული კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სურდა ქვეყანას თანხმობაზე დაფუძნებული კონსტიტუცია მიეღო და არა ერთპარტიული, დესტაბილილიზაციის თავიდან ასაცილებლად ის დოკუმენტს ხელს მოაწერს.
„როგორც მოგეხსნებათ ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადეობამ ს კარგად იცის ეს, მე ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, გადავდგი ნაბიჯიც. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მხრივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყელასია და ვცდილობდით ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევ როგორც ბევრ სხვა საკითხში „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციებს და მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელისმოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ მინდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებულ იქნას შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები და როგორც სახელმწიფოს მეთაური სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“- განაცხადა პრეზიდენტმა.
