რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა არავისგან მოპარული არ არის და ეს მისი ორიგინალურობიდანაც ჩანს.
როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თითოეული ადამიანისთვის ნათელია რამდენად ორიგინალურია ეს პროგრამა და მისი თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან, რომელიც განვითარების თვალსაზრისით მთავრობას დღემდეც გააჩნდა.
მისივე შეფასებით, ახალ სამთავრობო პროგრამაში რაიმე სახის ამოვარდნილი პრიორიტეტები არ არის და ის განვითარების კურსის თანმდევია.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რომელიც სამთავრობო პროგრამაში არ ფიგურირებს, ტყეშელაშვილის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ფუნდამენტური პრიორიტეტია და ის უცვლელი რჩება.
პარლამენტში მთავრობის განახლებული კაბინეტის წევრთა შეხვედრა დეპუტატებთან დასრულდა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
