იან კელი: ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება
იან კელი: ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება
16:24 19.10.2017
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ჯერ-ჯერობით იმის ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
ამის შესახებ კელიმ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

„წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი და ჩვენ ამის გამო მოხარულები ვართ. როგორც ვიცი, ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი საერთაშორისო დამკვირვებლებთან, როგორებიც არიან ეუთო, NDI და აი არ აი. ვუერთდები პრემიერის მოწოდებას, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეც იქნება“- განაცხადა იან კელიმ.

ბეჭდვა