ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის
დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
მათი ცნობით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
8:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
