NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი იმედოვნებს, რომ 21 ოქტომბრის
თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
აღნიშნულის შესახებ მან პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრამდე განაცხადა.
„საბოლოო დოკუმენტს კვირას წარმოგიდგენთ. რეკომენდაციებსა და შეფასებებს პრესკონფერენციაზე გაგაცნობთ. ამ მისიის ამოცანა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბარია და იმის მოსმენა, თუ რა აღელვებთ ამ არჩევნებზე, რა ტიპის წინაღობას ხედავენ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელობა აქვს.
ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.“- განაცხადა ლორა თორნტონმა.
