საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს საქართველოში იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის იაპონიაში ვიზიტის შედეგები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
შეხვედრის დროს ასევე, საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
