დავით უთმელიძე გაზაფხულისა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
 დავით უთმელიძე გაზაფხულისა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
14:06 17.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ გაზაფხულის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც უთმელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, მისი გუნდის მიზანია თბილისი ევროპული ტიპის ქალაქად იქცეს.

„ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში“- განაცხადა უთმელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.
„უკვე დაგეგმილია ცინცაძის ქუჩაზე და გაგარინის მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბიოლოგების კორპუსთან გადასასვლელი ხიდის გაკეთება ბაგების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაადვილებს ამ მონაკვეთებზე გადაადგილებას. საბურთალოზე საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი და შეთანხმებულია. ჩვენ ამას მალე განვახორციელებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით უთმელიძემ.



ბეჭდვა