მინისტრთა კაბინეტის განახლებული გუნდი ამ წუთებში პარლამენტში დახურულ კარს მიღმა უმრავლესობის წევრებს ხვდება.
სხდომას ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი შაშკინი, შს მინისტრობის კანდიდატი ბაჩო ახალაია, განათლების მინისტრობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დალი ხომერიკი და დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ტრაპაიძე ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, მერაბიშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც მათ კითხებს უპასუხებს.
დღესვე, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები ფრაქცია „ძლიერი საქართველოსა“ და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრებს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრა ჩანიშნული იყო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
