ვანო მერაბიშვილი ქართულ მედიას იშვიათად ურთიერთობისთვის ბოდიშს უხდის
ვანო მერაბიშვილი ქართულ მედიას იშვიათად ურთიერთობისთვის ბოდიშს უხდის
17:12 03.07.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ შს მინისტრობის დროს ცოტა დროს უთმობდა ქართულ მედიას.

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა დღეს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ შეხვედრაზე განაცხადა. მერაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი თარგამაძის შენიშვნას იმის შესახებ, რომ შს მინისტრობის დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი მინისტრი იყო რუსული მედიისთვის, ხოლო ქართულ მედიას მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს მასთან კომუნიკაციის საშუალება.
„რაც შეეხება რუსულ მედიაზე ეჭვიანობას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსულ მედიაზე მაქვს გავლენა - ეს ასე არ არის. ლიბერალ პრესასთან შანსს არ ვუშვებდი, რომ საქართველოსთვის რეკლამა გამეწია“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის დროს ის შეცვლის სტილს და ქართული მედიისთვის მეტად გახსნილი იქნება.
„ბოდიში, რომ ხშირად მეტ დროს ვუთმობდი რუს ჟურნალისტებს, რადგან მიმაჩნდა, რომ ქართულმა მედიამ ისედაც იცის ქართულ პოლიციაში რაც ხდება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.


ბეჭდვა