მერაბიშვილი - სამწუხაროა, რომ მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, მე და ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ
მერაბიშვილი - სამწუხაროა, რომ მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, მე და ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ
16:35 03.07.2012
ახალმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, ის და „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან.
როგორც დღეს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მერაბიშვილმა ბაღათურიას საპასუხოდ აღნიშნა, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ზედმეტ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ამ საკითხზე მისთვის საზოგადოებრივი აზრია მნიშვნელოვანი.
„სამწუხაროა ბატონო ჯონდი, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ“ - აღნიშნა მერაბიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მომავალ პარლამენტს აღნიშნულ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
დღეს კომიტეტის სხდომაზე ბაღათურიამ მერაბიშვილის მისამართით განაცხადა, რომ „ძველმა ბიჭებმა“ და კრიმინალებმა ქუჩიდან მთავრობასა და პარლამენტში გადაინაცვლეს.

ბეჭდვა