პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
17:01 13.10.2017
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო. კვორუმისთვის სულ 113 ხმა იყო საჭირო.

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია და 6 შენიშვნა არ გაიზიარა.

ოპოზიცია აღნიშნულ პროექტს მხარს არ უჭერდა.
ბეჭდვა