„ნაც.მოძრაობამ“ პარლამენტის სხდომა დატოვა
„ნაც.მოძრაობამ“ პარლამენტის სხდომა დატოვა
15:34 13.10.2017
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის სხდომა დატოვა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განმარტა, ისინი ძალადობრივი კონტიტუციის მიღებას ბოიკოტს უცხადებენ.

შესაბამისად, „ნაც.მოძრაობის“ წევრები კენჭისყრაში მონაწილეობასაც არ მიიღებენ.

ბეჭდვა