შაშკინი თავდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელებას გეგმავს
შაშკინი თავდაცვის სფეროში რეფორმების გაგრძელებას გეგმავს
15:25 03.07.2012
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი შაშკინი თავდაცვის სფეროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ შაშკინმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს სტრუქტურებში ინტეგრაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა დაცული იყოს. ვიზრუნებთ, თითოეული ოფიცრისა და ჯარისკაცის კეთილდღეობაზე“ - განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარებას ეხება.
რაც შეეხება გამოცდების პერიოდში განათლების სისტემიდან სხვა სფეროში მის გადაყვანას, შაშკინი დარწმუნებულია, რომ ეს გამოცდების პროცესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
„ეს არის ინსტიტუციების დამსახურება და არა პიროვნებების“ - განაცხადა შაშკინმა.
მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუციები იმდენად არის განვითარებული, რომ არც გამოცდების ჩატარებას და არც განათლების სისტემის სამომავლო განვითარებას პრობლემა არ შეექმნება.

ბეჭდვა