განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ის მიზნის მისაღწევად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„ჩემი ამოცანა იქნება მეტი სარგებლობა მიიღოს ხალხმა, ვინც განათლების სექტორშია დასაქმებული“ - განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მასწავლებლები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ და ქვეყანაში განათლების დონე უნდა ამაღლდეს.
დეკანოიძე მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრაქციებთან და კომიტეტებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა, შს მინისტრობის კანდიდატი ბაჩო ახალიაც.
