ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის 2008 წლის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, დღესაც ძალაშია.
მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში კვლავ იქნება ასახული რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დიდი ხანია ევროპისკენ მიისწრაფიან.
„ვიმედოვნებ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში ვიხილავთ იმას, რაც წინა დეკლარაციებში უკვე ასახულია, კერძოდ იმას, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დიდი ხანია ევროპისკენ მიისწრაფიან. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია საუბარი როდის ან როგორ შეუერთდებიან ეს ქვეყნები ჩვენს ორგანიზაციებს, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა კვლავ გაგვემეორებინა, რომ ეს ქვეყნები ევროპისკენ მიისწრაფიან. რაც შეეხება ნატოს, არც საქართველოს და არც უკრაინას არ აქვთ მაპი. მაგრამ არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად ნატო-საქართველოს კომისია. 2008 წელს ალიანსმა განცხადა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, რისთვისაც კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია“ - განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, სადაც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც გამოვიდა მოხსენებით.
