ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემის აღმოხვრის მიზნით, საქართველოში ყველა მოქალაქე დაზღვეული უნდა იყოს.
ეს განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის მთავარი ამოცანა იქნება თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს ქვეყნის განვითარებით მიღებული სარგებელი.
„ჩვენ ამას ახალი სამუშაო ადგილების შექმნით მივაღწევთ. მინდა ავღნიშნო, რომ ბევრ ოჯახში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაზღვეული და ადამიანის ცუდად გახდომა ოჯახის ჩამოქცევად არ იქცეს“ - განაცხადა
ამ წუთებში მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამას პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცნობს დეპუტატებს.
