კობა დავითაშვილი - მინისტრთა გადაადგილებით სააკაშვილი არ იცვლება
კობა დავითაშვილი - მინისტრთა გადაადგილებით სააკაშვილი არ იცვლება
14:46 03.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, რეალურად არაფერი შეიცვლება.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, ახალი სამთავრობო ცვლილებები იგივეა, რაც ის ჭეშმარიტება, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.
„სამთავრობო ცვლილებებზე მოკლე კომენტარი მექნება - მინისტრთა გადაადგილებით სააკაშვილი არ იცვლება, რაც იგივეა - შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი რომ არ იცვლება“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი.

ბეჭდვა