ვანო მერაბიშვილი პარლამენტში უკვე მივიდა
ვანო მერაბიშვილი პარლამენტში უკვე მივიდა
14:14 03.07.2012
საქართველოს პარლამენტში ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკვე მივიდა.
პრემიერი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთვრობო პროგრამას წარადგენს.
კომიტეტის დაწყების წინ პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია.
პარლამენტში ასევე, იმყოფებიან დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ტრაპაიძე და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მთავრობის განახლებულ პროგრამასა და განახლებულ გუნდზე დღეს ფრაქციებსა და კომიტეტებში იმჯელებენ, პლენარული სესია კი, სავარაუდოდ, ხვალ დაინიშნება.


ბეჭდვა