დედაქალაქის საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900კვ.მ ფართობისა
და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიები გასხვისდა.
პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხს მხარი სხდომათა დარბაზში საკრებულოს 31-მა წევრმა დაუჭირა.
საკითხი დეპუტატების წინაშე თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, კარლო ლაფერაძემ წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღის წესრიგის საკითხების განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან. დროგამოშვებით ვითარება რთულდება, რადგან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელიც შენობასთანაა მობილიზებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდება.
