შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია.
ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
გუგავას თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში იყო მთავარი მოკავშირე. მისივე თქმით, მას სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა.
„ეს არის ამერიკელი მეპატროენეების გეგმა ქართველი ხალხის მორიგ გასაბითურებლად, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ძალაუფლება სამუდამოდ შეუნარჩუნდება ანტიეროვნულ ოლიგარქულ და ქვეყნის დამაქცევარ ბანდას“ - განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, სწორედ ამერიკელების გეგმის ნაწილია ბაჩო ახალაიას შს მინისტრად, ხოლო დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრად წარდგენა, რათა თავდაცვით სისტემაშიც მათი კადრი დარჩეს.
გუგავას განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები რეალურად ბევრს არაფერს ცვლის.
